
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მათ სურვილებსა და ინტერესებს მორგებულ, შემეცნებით და ამავდროულად სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ცხადია, როცა მოსწავლეთა ინტერესები გათვალისწინებულია, მათი სასწავლო პროცესში ჩართულობა და აქტიურობაც მაღალია.
ამჯერად, მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობაში დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ, სამუშაო პროცესზე ხალისით იმუშავეს და ბოლოს, საათის მაკეტი შექმნეს.
„ჩვენ ვცდილობთ, ხალისითა და საინტერესოდ ვისწავლოთ, რათა გვქონდეს უკეთესი შედეგი“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.
იხილეთ ფოტოები: