„იზრუნეთ გარემოზე და დარგეთ ბევრი ხე“ - ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწა აამეტყველეს
30-04-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

მასწავლებელები საგაკვეთილო დროს ხშირად უთმობენ გარემოსდაცვით თემებზე საუბარს და მოსწავლეთა წახალისებას, მოუფრთხილდნენ და იზრუნონ დედამიწაზე. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სკოლაში ჩატარებული სადამრიგებლო საათი, თემაზე - „გარემოს დაცვა“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო ვიდეოები შექმნეს, სადაც დედამიწას საუბრის საშუალება მისცეს და მისი სახელით გააჟღერეს, რომ გარემოს დაცვა სჭირდება. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203