ბევრი სიცილი და სახალისო აქტივობა ნინოწმინდის N4 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიებაზე
30-04-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების განწყობის ამაღლებაზე, აკადემიური გარემოს შექმნასთან ერთად, სახალისო სასწავლო პროცესის წარმართვაზე ზრუნავენ. 

სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა სიცილის დღეც.

დაწყებით საფეხურის მოსწავლეებმა უყურეს სასაცილო ანიმაციებსგააფერადეს სიცილის და სიხარულის გამომხატველი ემოციები, ონლაინ ინსტრუმენტის chatter pix-ის დახმარებით შექმნეს ვიდეო და ისაუბრეს სიცილის დადებით მხარეებზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოცემულ აქტივობაში დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებელი და მოსწავლე თანაბრად ჩაერთო. 

„ნუ დაკარგავთ დღეებს სიცილის გარეშე. სიცილისა, რომელმაც შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“,- ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება სკოლაში, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას ღიმილი მიგვარა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203