ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის ნიჭიერი მეორეკლასელი და შემეცნებითი დავალების საინტერესო პრეზენტაცია
29-04-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, დავალება - მათემატიკური სახლის ბინადარი, მეორე კლასის მოსწავლემ განახორციელა. მან, პირობის შესაბამისად, ასის ფარგლებში, რიცხვები გააფერადა. შედეგად აღმოაჩინა, რომ სახლის ბინადარი ზღარბია. მან აქტივობა დიდი ხალისით შეასრულა და შესაძლებლობები გამოავლინა.

მოსწავლემ შემდეგ შეკითხვებსაც უპასუხა:

  • რომელი ფერით გააფერადე რიცხვი, რომელიც შეიცავს ოთხ ოცეულს და 7 ერთეულს?
  • რომელი მრგვალი ათეულები გააფერადე?
  • რომელი მრგვალი ათეული გააფერადე ყავისფრად?
  • რომელი მრგვალი ათეულების შეკრებით მიიღება ეს რიცხვი?
  • დაასახელე/ჩაწერე შენი გაფერადებული რიცხვები, რომელთა ათეული და ერთეული ერთი და იმავე ციფრით იწერება.
  • შავ ფერებში მოცემული რიცხვები წარმოადგინე ათეულებისა და ერთეულების ჯამის სახით.
  • რამდენი კენტი რიცხვია მწვანე ფერის უჯრებში? რამდენია ლუწი რიცხვი?
  • ყავისფრად გაფერადებული უჯრებიდან რომელია უდიდესი/უმცირესი რიცხვი?
  • რა ფერისაა 78-ის წინა რიცხვის უჯრა? რა რიცხვია ეს?
  • რა ფერისაა 78-ის მომდევნო რიცხვის უჯრა? რა რიცხვია ეს ?
  • რამდენი ათეული და რამდენი ერთეულია 67-ის მომდევნო რიცხვში?
  • ყვითელ უჯრაში მოცემული რიცხვებიდან რომელია ისეთი რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამია 12? 15? 10?
აღსანიშნავია, რომ აქტივობა მოსწვალისთვის საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


https://www.facebook.com/groups/1457080631565422/permalink/1473685636571588/
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203