„ვაშა, ჩვენ კითხვა ვიცით!“ - ყვარლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო პროექტზე მუშაობა წარმატებით დაასრულეს
30-04-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით, საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდიან. ისინი, მოსწავლეებს სახალისო პროექტებსა და დავალებებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები აქტიურად, ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამის დასტურია, ისიც, რომ ახლახან სკოლაში პროექტი „ვაშა, ჩვენ კითხვა ვიცით!“ წარმატებით დასრულდა. I კლასის მოსწავლეებმა, მუზეუმის ეზოში წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის რვა ტექსტი.

აღნიშნული პროექტის მიზანი: ტექსტის მკაფიო, ინტონაციით კითხვა გახლდათ. პირველკლასელებმა გააკეთეს პრეზენტაცია ნახატის სახით, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„სწორად და სრული სიზუსტით მათ ეს შეძლეს!“, - აღნიშნავენ  სკოლაში.

ასევე პროექტში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. 

ასეთი ჩართულობისა და გვერდით დგომისთვის, სკოლაში თითოეულ მშობელს მადლობას უხდიან.

„ამ ბავშვებს დიდი მომავალი აქვთ. უკვე კითხვა იციან! ვამაყობ ჩემი პირველი კლასით, მათი მშობლებით! კიდევ მადლობა! ასევე, მადლობა მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ შორენას, საოცარი გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნავს პედაგოგი ქეთი კილასონია.

მსგავსი პროექტები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203