
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
მათ შორის, მეტად საინტერესო აღმოჩნდა მე-6ბ კლასში, ჩატარებული ხელოვნების გაკვეთილები, თემაზე - „იმპრესიონისტები“.
მოსწავლეები, აღნიშნული მიმდინარეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.
ბავშვებმა ასევე პლენერზე დახატეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო: