„შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე“-ნინოწმინდის N4 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე ქართველი ფეხბურთელების საშუალო სიმაღლე გამოთვალეს
29-04-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მასწავლებლები კი მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მათემატიკაში, VI კლასში საინტერესო გაკვეთილი გაიმართა, რომელსაც გზავნილი - „შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე“ გასდევდა.
გაკვეთილის თემა საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა იყო. მოსწავლეებმა ქართველი ფეხბურთელების საშუალო სიმაღლე გამოთვალეს. მათ ამისთვის შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და მათემატიკური შესაძლებლობები გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილმა საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა. მას პედაგოგი ხათუნა ზაზაშვილი უძღვებოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს