ჩხორიის საჯარო სკოლაში მუსიკალური ვიქტორინა ჩატარდა
30-04-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, მშობელთა და კლასის ხელმძღვანელის - ნანა ყუფუნიას აქტიური ჩართულობით, მუსიკალური ვიქტორინა „გამოიცანი მელოდია“ ჩატარდა.

ვიქტორინის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო მუსიკის მოსმენის, აღქმის, წარმოსახვის, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება, მოტივაციის ამაღლება.

ვიქტორინა მოიცავდა ძალიან სახალისო და საინტერესო აქტივობებს:

  • შეკითხვების ტური;
  • სიმღერების ამოცნობა და შესრულება;
  • საკრავების ხმების ამოცნობა;
  • ცნობილი ადამიანების ამოცნობა ფოტოებიდან;
  • კინომუსიკა/ ანიმაცია;
  • სახალისო სკამების ტური.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები დაჯილდოვდნენ ნომინაციებში: „ყველაზე მუსიკალური მშობელი“ - ნუნუ ქობალია, თეა ფიფია, მაია არახამია, მზია ხარებავა,  „ყველაზე მუსიკალური დამრიგებელი“ - ირინა სოსელია, ინგა თორდია, მანანა ლოგუა, გულნაზ მოდებაძე და „ყველაზე მუსიკალური კლასი“ - VIII,IX,X,XI  

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს - ნანა ყუფუნიას, ღონისძიებაში ჩართულ მშობლებსა და კლასის ხელმძღვანელებს.

ეს  დღე ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203