ჩხიკვთას საჯარო სკოლისა და აბელიანის კორპუსის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები
29-04-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა ჩართულობით, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, ჩხიკვთას საჯარო სკოლისა და აბელიანის კორპუსის მოსწავლეები დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. მათ ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს.
აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თითოეული საგნობრივი კათედრის წარმომადგენლები.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ გარემოს მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
„აქტივობების მიზანი კი ერთი იყო - დავიცვათ და მოუართ დედამიწას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს