„მოვუფრთხილდეთ დედამიწას“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპიუტერულ პროგრამაში საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
29-04-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად და ორიგინალურად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის V-VI კლასებში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით, პროექტი „მოვუფრთხილდეთ დედამიწას“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა პროგრამებში: „scratch.mit“ და „tinkercad.com“ იმუშავეს.

„საინტერესო აღმოჩნდა 3D დიზაინში პროექტის განხორციელება, ერთი შეხედვით ვითომ მარტივი, მაგრამ სულაც არ იყო მარტივი დედამიწის აწყობა, ასევე დიალოგები დედამიწის შესახებ , კოდის/ალგორითმის ზუსტი თანმიმდევრული გაწერა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ნამუშევრები დიდი მონდომებითა და ინტერესით შექმნეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებელს.

„გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და მრავალი პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა მოსწავლეთა ნამუშევრებს გვიზიარებს:

1.დავით ბუთხუზის ნამუშევარი 
4.ნოდარ კობაიძის ნამუშევარი
5. ქეთევან იჩუაიძის ნამუშევარი
6. საბა ზაქაიძის ნამუშევარი
7. გიორგი ქეთელაურის ნამუშევარი
8. მათე კვირტიძის ნამუშევარი
9. გიორგი კაკალაშვილის ნამუშევარი
10.გიორგი კაკალაშვილის ნამუშევარი
11. ლუკა ირიაულის ნამუშევარი 
12. გიორგი წიკლაურის ნამუშევარი
13. გიორგი ბუთხუზის ნამუშევარი
15.მარიამ კარიაულის ნამუშევარი 
17.თათია პაპაშვილის ნამუშევარი
18. ლიზი კობაიძის ნამუშევარი
19. ბუბა ბუჩუკურის ნამუშევარი
20. ვასილ სეთურიძის ნამუშევარი
21.გაგა ქერაულის ნამუშევარი
22. გიორგი ბოსტოღანაშვილის ნამუშევარი
23. შოთიკო წიკლაურის ნამუშევარი
24.ბარბარე წოწკოლაურის ნამუშევარი
25. საბა მნათობიშვილის ნამუშევარი
26. ნია ქეთელაურის ნამუშევარი 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203