მატნის N1 საჯარო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლის - ხატია ყაზარაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო
29-04-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭი კი ყურადღების მიღმა არასდროს რჩება. 

15 აპრილს ხელოვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მატნის N1 საჯარო სკოლაში მოეწყო მე-8 კლასის მოსწავლის- ხატია ყაზარაშვილის პერსონალური გამოფენა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლის ნამუშევრები გამორჩეულია, იგრძნობა ინდივიდუალური ხედვა, ემოცია. 

„მისი ნამუშევრები საინტერესო და განსაკუთრებულია. გამოირჩევა საოცარი ფერთა გამით, სტილით და შინაარსით. ხატია გულმოდგინედ გადმოსცემს ნახატებში საკუთარ ემოციებს და ხასიათს. მუშაობს სხვადასხვა ჟანრში და მუდმივად ახლის ძიებაშია“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წახალისება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203