ბეჟანოს საჯარო სკოლაში სომეხი პოეტის - ჰოვანეს შირაზის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
29-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, უფროსი მასწავლებლის - ისკუი ეღუნიანის ინიციატივით გენიალური სომეხი პოეტის - ჰოვანეს შირაზისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, სკოლის მე-2 და მე-5 კლასელებმა ჰოვანეს შირაზის ცხოვრება და შემოქმედება საინტერესოდ წარადგინეს.

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს პოეტის ორიგინალურ სიმღერებზე.

შემდეგ, სკოლაში, თემატური ვიქტორინა ჩატარდა. უფროსი კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები პოეტის წიგნებიდან.

„დღე სავსე იყო შირაზის სულით“, - ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203