ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
29-04-2024
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრები გარემოს დაცვისა მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.
ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, მოსწავლეებმა დედამიწის დღე განსხვავებულ ფორმატში აღნიშნეს. აქტივობებში ყველა საფეხურის მოსწავლე დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო.
მათ ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ფანტაზიას გასაქანი მისცეს და თემატური ნამუშევრები დაამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს დედამიწის დაცვისკენ მოუწიდეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ საიტერესოდ ჩაიარა.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს