„დედამიწა ჩემი სახლია“- ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი აქტივობა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, IV, VI, VII კლასებში, პედაგოგ თამუნა შანავას ხელმძღვანელობით, აქტივობა - „დედამიწა ჩემი სახლია“ (EARTH IS MY HOME) გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ თემატურად მწვანე ტანსაცმელი ჩაიცვეს და საკუთარი სათქმელი გააჟღერეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ გაიმდიდრეს ლექსიკა, უყურეს ანიმაციურ ფილმს, დაამზადეს პოსტერები და სასკოლო საზოგადოებას ინგლისურ ენაზე ჩვენი პლანეტის გადარჩენისთვის სასარგებლო შემდეგი რჩევები გაუზიარეს - We must treat the earth with care and, work to restore it to better place. We must do everything with the best interests of our children.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დედამიწაზე ზრუნავა მათი მოვალეობაა.
იხილეთ ფოტოები: