ეკის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
29-04-2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ახლახან, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. მის ფარგლებში კი, კალიგრაფიული წერის კონკურსი ჩატარდა. მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს, ქართულ ანბანს ხოტბა შეასხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ბოლოს, საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მოსწავლეები კი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203