გელათის საჯარო სკოლის მეათეკლასელი ანა შალიკიანი მოსწავლეთა კონფერენციაზე საინტერესო პროექტით წარდგა
29-04-2024
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ. 

27 აპრილს კი, მეათე კლასის მოსწავლე ანა შალიკიანი (მასწავლებელი - ეკა ნიშნიანიძე) მონაწილეობდა მოსწავლეთა კონფერენციაში - „მე და ქიმია“. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია გაიმართა ქუთაისის N19 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულ ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის - „ცეცხლოვანი ქიმიკოსები“, ინიციატივით (მეურვე ნინო ბენიძე).

კონფერენციაზე მოსწავლეებმა გააზიარეს გამოცდილება, პრეზენტაციები გაიმართა თემაზე - „მინერალები“. ანა შალიკიანი კი თანატოლთა წინაშე წარდგა საინტერესო პრეზენტაციით - „მარგალიტი“.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სკოლაში ანას ულოცავენ წარმატებულ გამოსვლას და მას წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203