წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო სემინარს დაესწრნენ
29-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები - ლუკა ტყაბლაძე და ერეკლე გედენიძე, სემინარს თემაზე - „გარემოსდაცვითი მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“ დაესწრნენ.

სემინარი, 26 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ეკოლოგიის წრის ორგანიზებით (ხელმძღვანელი:ცირა ბერეკაშვილი) Georgia's Environmental Outlook(GEO), გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, ჩატარდა.

„ჩვენი სკოლის სახელით დიდ მადლობას ვუხდით დღევანდელი დღის ორგანიზატორებს!“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ყოველთვის მხარს უჭერენ და ახალისებენ.

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203