ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, სხარტი და ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წახალისებულია მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა.ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა:
- U5 | მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები (გამარჯვებული Vა კლასი);
- U8 | მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები (გამარჯვებული VIIIა კლასი);
- U12 | მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები (გამარჯვებული Xბ კლასი);
ბავშვებმა ცოდნა და სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
გამარჯვებულმა გუნდებმა მოიპოვეს მომდევნო, საქალაქო ეტაპზე ასპარეზობის უფლება.
საქალაქო ეტაპი, 19 მაისს გაიმართება.
იხილეთ ფოტოები: