
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის მე-3 დ კლასში, დამრიგებელ ნინო გარუჩავას ხელმძღვანელობით, ბოშათა საერთაშორისო დღეს საინტერესო და სახალისო ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ბოშური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
მათ, ასევე ბოშების ტრადიციების შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
8 აპრილს, მსოფლიოს ქვეყნებში, ბოშების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანი, ბოშათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ წინაშე არსებული ბარიერების შესუსტება და საზოგადოებისთვის, მათი ადათ-წესების გაცნობაა.
იხილეთ ვიდეო: