თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ისტორიკოსმა საინტერესო ლექცია წაიკითხა
29-04-2024

ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო და საინფორმაციო შეხვედრები, აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში, ისტორიის კლუბ „წარსულის დარაჯებს“ სტუმრად აღმოსავლმცოდნე-ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი ახალკაციშვილი ეწვია.

კლუბის ინიციატივით, შეხვედრაზე მიიწვიეს სკოლის უფროსკლასელები, სადაც სტუმარმა წაიკითხა ძალიან საინტერესო ლექცია თემაზე: „ქართველი მამლუქები ეგვიპტეში (XIII-XVIII სს.)“.

მოსწავლეებმა საინტერესო და საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ქართველი მამლუქების შესახებ.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესს მრავალფეროვნებას სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203