
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის N16 საჯარო სკოლას, ლიტერატურულ ღონისძიებაზე სტუმრობდნენ.
გასვლითი ღონისძიება 26 აპრილს მოეწყო, თანამოაზრე სკოლას ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10დ კლასისა (დამრიგებელი ნინო ბენდელიანი) და მე-6 კლასის (დამრიგებელი მზევინარ თუთარაშვილი) მოსწავლეები ქართული ენა/ლიტერატურის მასწავლებელ ნინო ბენდელიანის ხელმძღვანელობით ეწვივნენ.
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში, მე-8 ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გამართა ღონისძიება - „ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა“.
მოსწავლეებმა სკოლის სცენაზე მასპინძელი სკოლის მოსწავლეებთან ერთად წარადგინეს თავიანთი პროექტი ქართული ენის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა, ორივე სკოლის მოსწავლეები ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსენი იყვნენ.
იხილეთ ფოტოები: