
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ცხადია სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა, გაიმართა არაერთი საინტერესო აქტივობა, რომელთა მთავარი გზავნილი დედამიწაზე ზრუნვა გახლდათ.
III კლასელებმა შექმნეს მრავალფეროვანი ნახატები შემდეგი სლოგანებით: „მოვუაროთ დედამიწას“, „მიყვარხარ დედამიწავ“, „დედამიწა ავადაა“ და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ გარემოზე ზრუნვა აუცილებელია.
მათ ასევე გაასუფთავეს ყვავილნარი და დარგეს ყვავილის ნერგები, ხალისიანად გაალამაზეს სკოლის ეზო. ამით კი ხაზი გაუსვეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დასუფთავება, დედამიწაზე ზრუნვა და მისი მოვლა.
დედამიწის დღე - IV კლასის მოსწავლეებმაც სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს და შექმნეს ელექტრონული რესურსები.
იხილეთ ფოტოები: