ხონის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
30-04-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად ერთვებიან, ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში მონაწილებდნენ. 

გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო ტური 3 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. 

პირველი ასაკობრივი კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა მე-5 კლასის გუნდმა - „გონი“, 61 ქულით, აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი თამარ ვაჭარაძე გახლავთ. 

მეორე ასაკობრივი კატეგორიაში, I ადგილი არავის დაუთმო  მე-8 კლასის გუნდმა - „მერანი“, მან გამარჯვება მაქსიმალური 90 ქულით მოიპოვა, კლასის დამრიგებელი ნათია ბარდაველიძე გახლავთ. 

მესამე ასაკობრივი კატეგორიაში კი, I ადგილი მე-10 კლასის გუნდმა -„ფესვები“, 58 ქულით მოიპოვა. მე-10 კლასს დამრიგებელი მაია მაჭარაძე ხელმძღბანელობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203