წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს რობოტის მოდელი, რომელიც დედამიწის წიაღს გამოიკვლევს
30-04-2024

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიება საგნების: ქიმიი, ფიზიკის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებითა და მე-8, მე-10 კლასების თანამშრომლობით გაიმართა. 

მოსწავლეებმა აღწერეს და ისაუბრეს მსოფლიოში ბუნებრივი საწვავის არარაციონლურმა გამოყენებამ როგორ შეიძლება მიგვიყვანოს გლობალურ ენერგოკრიზისამდე  და ეკოლოგიური კატასტროფამდე. გამოსავლის ძიებაში მოსწავლეებმა მოიძიეს, შეისწავლეს, გამოიკვლიეს და გააანალიზეს ენერგიის ალტერნატიული წყაროები, ეკოლოგიურად სუფთა საწვავით შეცვლის აუცილებლობა,  დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე, სითბური ენერგიისგან ელექტრული ენერგიის მიღების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შექმნეს რობოტი, რომელიც გამოიკვლევს და შეისწავლის დედამიწის წიაღს, კერძოდ, რობოტს შეუძლია ქანების შემადგენელი მასალების დადგენა, წიაღში წნევისა და ტემპერატურის გაზომვა და გარემოს დასურათება (სპეციალური კამერის მეშვეობით). ყოველივე ეს კი გაგვიადვილებს მაგ. მღვიმეების შესწავლას. 

ღონისძიებას ხელმძრვანელობდნენ, ფიზიკის პედაგოგი  მანანა (ეკა) ნაჭყებია, ბიოლოგიის პედაგოგი მედეა როგავა,  ქიმიის პედაგოგი ინგა რატია და გეოგრაფიის პედაგოგი ნანა ჯაბურია. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203