ქუთაისის N16 საჯარო სკოლამ ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს უმასპინძლა
26-04-2024
ქუთაისის N16 საჯარო სკოლას, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკების წარმოადგენლები სტუმრობდნენ.
სკოლამ მე-8 საბავშვო და 25-ე საქალაქო ბიბლიოთეკებს, დიდი სიამოვნებით უმასპინძლა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლაში, დამსწრეებს შორის მიწვეულნი იყვნენ „პატარა მერცხლები“ ქუთაისის N35 ბაღიდან.
სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს სტუმრებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას.
როგორც სკოლაში აფასებენ, ეს გახლდათ ქართული ენისადმი მიძღვნილი დამაგვირგვინებელი ღონისძიება - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს