ახალშენის N2 სკოლის მოსწავლეები რეგიონალურ კონფერენციაზე საინტერესო თემებით წარდგნენ
26-04-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი, აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა და პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი მოსწავლეთა II რეგიონალურ კონფერენციაში - „მუზეუმის როლი განათლებაში“ მონაწილეობდნენ. 

ისტორიის სექციაში მოსწავლეები შემდეგი თემებით წარდგენენ: ლიზა სურმანიძე - „მეფე ფარნავაზი და მისი ეპოქა“; ლიზი დიასამიძე - „გიორგი I“; ანდრია ტარიელაძე - „რატომ იყო ნერსე ერისთავი დიდი?“. მათი ხელმძღვანელი პედაგოგი: ნატო ჯაში-შაინიძე გახლდათ. 

სამოქალაქო განათლების სექციაში, ამავე პედაგოგის ხელმძღვანელობით, სესილი ვასაძე თემით - „გენდერული თანასწორობა“ წარდგა. 

მოსწავლე ელისაბედ შოთაძე კი, ქართული ენისა და ლიტერატურის სექციაში თემით - „დედის სახე ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში, ლექსი „ვეფხი და მოყმის მიხედვით“ ჩაერთო. მისი პედაგოგი მაყვალა ანანიძეა.
 
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები კონფერენციაში აქტიურად ჩაერთნან და მათმა თემებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებმა სამომავლისოდ ჩართულობის სურვილიც გამოთქვეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203