წალენჯიხის N2 სკოლის მეორეკლასელები საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვივნენ
26-04-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის - ინგა კვარაცხელიას და ბიბლიოთეკის თანამშრომლების ინიციატივით მიმდინარე „ბიბლიოთეკის კვირეულში“ აქტიურად ჩაერთო წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელი თეონა ფიფია და მისი სადამრიგებლო კლასი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში კვირეული 23 აპრილს დაიწყო და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძერლდება. 

კვირეულის ფარგლებში, მეორეკლასელები დამრიგებელთან ერთად მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვივნენ. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, ბიბლიოთეკაში არსებულ ლიტერატურას გაეცნენ და დღე ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203