ხავეთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის დღე ღონისძიებით გაიხსენეს
26-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა გაიხსენეს ის მძიმე მოვლენები, როცა ოსმანთა იმპერიის მიერ 1915 წლის 24 აპრილს სომეხი ერის გენოციდი მოხდა და აღნიშნეს, რომ ტრაგედიიდან 109-ე წელია გასული. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ემოციური მუსიკალური ნომრები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 

პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად მოსწავლეებმა აანთეს სანთლები სოფელ ხავეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში და გაიხსენეს მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელიც გენოციდს შეეწირა.

ღონისძიებში VI-XII კლასების მოსწავლეები მონაწილებდნენ და მას დამრიგებლები ხელმძღვანელობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ყველა მონაწილეს აქტიურობისა და სინტერესო ღონისძიებებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203