კარწახის საჯარო სკოლის მოსავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
26-04-2024

სეროფე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის” სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის დღე გაიხსენეს.

ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ სომეხი ხალხისთვის 24 აპრილი მძიმე დღეა.

აღსანიშნავია, რომ კარწახის ​საჯარო სკოლა ყოველ წელს, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად აწყობს მსვლელობას დაღუპულთა მემორიალთან, მას ყვავილებით ამკობენ, სანთლებს ანთებენ და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.

ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას ტრაგიკული მოვლენების სიმძიმე და დასძინა, რომ გმირები დაფასებასა და პატივისცემას იმსახურებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203