გელათის საჯარო სკოლაში საინტერესო ვორქშოპი ჩატარდა
26-04-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში, საინტერესო საინფორმაციო შეხვედრები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლას, ინგლისური ენის მასწავლებლის - ასმათი დათიაშვილის ინიციატივით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკელი ტრენერ-მასწავლებელი პოლ ტიუკი ესტუმრა.

სტუმარმა საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ჩაატარა ინტერაქტიული ვორქშოფი, რომლის მიზანი მოსწავლეებში ლაპარაკის უნარების განვითარება იყო.

შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში, ისაუბრეს სამიზნე ენაზე და განიმტკიცეს საუბრის უნარები.

„ბატონმა პოლმა ისაუბრა საინფორმაციო, საპრეზენტაციო მასალების სწორად და ეფექტურად გამოყენების შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ ვორქშოფს ასევე ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203