გორელოვკის N3 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის ინგლისურ ენაში ვიქტორინა ჩატარდა
26-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

აღნიშნულ სკოლებს შორის სხვადასხვა სახის კონკურსები წარმატებით იმართება.

ამჯერად, გორელოვკის N3 საჯარო და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის IV – V კლასების მოსწავლეებს შორის, ინგლისურ ენაში ვიქტორინა ჩატარდა.

„ვიქტორინაში წარმოდგენილი იყო 10 სააზროვნო და სახალისო კითხვა, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებს მისცა მოტივაცია. ისინი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ დღისთვის ენთუზიაზმით ემზადებოდნონ - გაიმეორეს განვლილი მასალა, როგორც ლექსიკა, ასევე გრამატიკა.

ბოლოს, გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე, რომელსაც გადაეცა სიგელი და საჩუქარი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203