გორელოვკის N3 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების II კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ანბანის ცოდნაში შეეჯიბრნენ
26-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, გორელოვკის N3 საჯარო სკოლისა ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა შეჯიბრი ანბანისა და სიტყვების ცოდნაში.

კონკურსს ჰყავდა ორი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ საჩუქრები და სიგელები.

ორივე კონკურსი თამაშის სახით ჩატარდა. სიტყვების ცოდნის გამოსავლენად მოსწავლეებმა ითამაშეს სამაგიდო თამაში, ლოტო. მოსწავლეებს დაურიგდათ ბარათები, სადაც 12 ფოტო იყო გამოსახული. მათ უნდა ამოეღოთ სათითაოდ სხვადასხვა სიტყვა, რომელსაც იპოვნიდნენ თავიანთ ბარათებში. ის მოსწავლე, რომელმაც პირველმა შეავსო ყველა ბარათი გახდა გამარჯვებული.

ანბანის ცოდნის გამოსავლენად კი მოსწავლეებმა ითამაშეს „ბინგო“. ის მოსწავლე, რომელმაც ყველაზე სწრაფად და სწორად გადახაზა ასოები ვერტიკალურად, დიაგონალურად ან ჰორიზონტალურად, გახდა გამარჯვებული.

აღნიშნული კონკურსები მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

სკოლაში პედაგოგებს: თამუნა ჩარკვიანსა და ნატო ვანაძეს მადლობას უხდიან აღნიშნული კონკურსებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203