გელათის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობებით დატვირთული კვირეული მიეძღვნა
26-04-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.

სკოლაში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული ჩატარდა.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა, (კლასის ხელმძღვანელი ელისო მაწკეპლაძე) სკოლის ეზოში დარგეს მცენარეები და კლიმატის ცვლილებების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს.

გარემოსდაცვით აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

დედამიწის დღის აღსანიშნავად რგავენ ხეებს, ასუფთავებენ გარემოს, ატარებენ ცნობიერების ასამაღლებელ შეხვედრებს გარემოსდაცვით საკითხებზე, კლიმატის ცვლილებაზე, დაბინძურებასა და ტყეების განადგურებაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203