ნინოწმინდის N4 და გორელოვკის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შექსპირის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
26-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ, საერთო ღონისძიებებს გეგმავენ და გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. 

ვლავ თანამშრომლობის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები შექსპირის შესახებ, მათ ისაუბრეს შექსპირის ტრაგედიებზე, მის ბიოგრაფიასა და პირად ცხოვრებაზე.

ასევე, მოსწავლეებმა წაიკითხეს შექსპირის სონეტები. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი მხატვრულ კითხვასა და პრეზენტაციის წარდგენისთვის. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი თამუნა ჩარკვიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203