უილიამ შექსპირის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული საღამო ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
26-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად ყოველი წლის 23 აპრილს უილიამ შექსპირის საღამო ტარდება, რომელიც მის იუბილეს ეძღვნება.

ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი.

ამ ღონისძიებისთვის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მოემზადნენ. მათ შეისწავლეს სონეტები, რომლებიც ინტონაციურად და მხატვრულად შეასრულეს. ბავშვებმა, ასევე შეაგროვეს ბიოგრაფიული მონაცემები და წარმოადგინეს PowerPoint-ით პრეზენტაციის სახით.

საგნის მასწავლებლები: თამილა დუმბაძე და ინგა რიონიძე არიან.

„ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს სამეტყველო უნარებს, ისინი ეცნობიან მსოფლიო ლიტერატურას, რაც წარუშლელი რჩება მათ გონებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წახალისების მიზნით მოსწავლეებს შესაბამისი ნომინაციით გადაეცათ სიგელები, რამაც ძალიან გაახალისა ისინი.

უილიამ შექსპირი ( William Shakespeare) ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203