საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის IX კლასის მოსწავლეები ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
01-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სტრატეგიებს მიმართავენ, მათ შორის აღსანიშნავია, გასვლითი ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, გიმნაზიის IX კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ და ქართული ენა/ლიტერატურის პედაგოგ მაყვალა ანთაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქართველი რომანტიკოსი პოეტის - ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.

მოსწავლეები გაეცნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ საინტერესო ცხოვრებისეულ ეპიზოდებს და დაათვალიერეს ეპოქალური ნივთები, ავეჯი, გამოცემები და ფოტომასალა.

მათ ასევე გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სკოლაში ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203