
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობს. პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობით გამოირჩევა და ბავშვებისთვის შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევია.
ახლახან, გიმნაზიის წმინდა ბარბარეს სახელობის მე-5ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თეა ხარაზიშვილი) სასწავლო- შემოქმედებითი ექსკურსიით ისტორიულ ქალაქ მცხეთას ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მოილოცეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, გაიხსენეს ტაძრის დაარსების ისტორია და პატივი მიაგეს ქართველ მეფეთა საფლავებს.
მათ თან ახლდათ გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სალომე ნოზაძე, რომელიც მოსწავლეებს ღირსშესანიშნაობებზე ლიტერატურულ ჭრილში ესაუბრა.
იხილეთ ფოტოები: