საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლეები, კლასგარეშე ღონისძიებების ფარგლებში, თეატრს სტუმრობდნენ
30-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, კლასგარეშე ღონისძიებების ფარგლებში, გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი შორენა ოქრიაშვილი) პედაგოგ ნინო ბალაშვილთან ერთად, მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ. 

მათ იხილეს ცნობილი ამერიკელი მწერლის ო'ჰენრის მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლი, სახელწოდებით „წითელკანიანთა ბელადი“.

მოსწავლეები დიდი ემოციებითა და შთაბეჭდილებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

მსგავსი კლასგარეშე აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება, რაზეც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203