ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. მასში შემდეგი 9 გუნდი მონაწილეობდა: „შევარდენი"- III კლასი, „ნიჭიერები" - IV კლასი, „ცუნამი" - V კლასი, „მერცხლები" - V კლასი, „ტვინიკოსები" - VI კლასი, „გენიოსები" - VI კლასი, „მებრძოლები" - VIII კლასი, „ტაო" - IX-X კლასი, „არწივები"- XI კლასი.
მოსწავლეებმა კითხვებს უპასუხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შედეგად, გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ესენი არიან გუნდები - „ცუნამი", „მებრძოლები", „ტაო“ და „არწივები".
ბენარის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ყველა გუნდს საინტერესო ინტელექტუალური თამაშისთვის, ულოცავს გამარჯვებას ოთხივე გუნდს და წარმატებას უსურვებს მომდევნო ეტაპებზე.
იხილეთ ფოტოები: