ივანდიდის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
26-04-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მასში სამი ასაკობრივი კატეგორიის ცხრა გუნდი მონაწილეობდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. 

ესენი არიან - მეხუთე კლასის გუნდი „ქორები“, მეშვიდე კლასის გუნდი „ალფა“ და მეათე კლასის გუნდი „დინამიტი“.

„კიდევ ერთი ნიჭიერებითა და ემოციებით აღსავსე დღე გვქონდა სკოლაში. მომავალშიც წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოაზროვნეებს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203