ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პირველკლასელთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება
29-04-2024

ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო, მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სკოლის I კლასში, პედაგოგ ირმა ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მასწავლებელმა ბავშვებს ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. ბავშვებმა  
„დედა ენის“ ფუძემდებელი, დიდი საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი გაიხსენეს და მისი ღვაწლი აღნიშნეს.

მათ ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ქართულ ენას მოფრთხილება და მოვლა სჭირდება, რაც თითოეული ქართველის მოვალეობაა.

ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203