„იაკობ გოგებაშვილი - ბურჯი დედა ენისა“ - დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
26-04-2024

მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იქ მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება.

ახლახან, VI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „იაკობ გოგებაშვილი - ბურჯი დედა ენისა“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში პედაგოგ თამარ გორგაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს, საინტერესოდ ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203