
თბილისის N31 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა დედამიწის დღეც.
მე-3ა და მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო გოგოლაძის ხელმძღვანელობით, არაერთი საინტერესო აქტივობა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ისიც აღნიშნეს, რომ თითოეული ადამიანის როლი ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში უდიდესია.
ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: