ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში, მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
25-04-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრება წახალისებულია. დირექცია კი სპორტით დაინტერესებულ მოსწავლეებს აქტიურად უჭერს მხარს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.

ახლახან, მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს მკლავჭიდში 24 აპრილს გამართულ ჩემპიონატზე.

ზვარის საჯარო სკოლიდან საპრიზო ადგილები დაიკავეს: ვაჟები მარჯვენა ხელი: 

I ადგილი - იური გოგნაძე (XII კლასი) 55კგ;

I ადგილი - ზურა მეგრელიშვილი (XII კლასი) 70კგ;

II ადგილი - თაზო დალალიშვილი (XII კლასი) 70კგ;

III ადგილი - ლუკა ტალახაძე (XI კლასი) 45კგ. 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ღია პირველობაში გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით და სიგელებით.

სკოლაში დიდი სიამაყით ულოცავენ მოსწავლეებს ამ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203