
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეები სწავლის მოტივაციას არ კარგავენ და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
ამის დასტურია, სკოლაში ჩატარებული კომპლექსური დავალება, რომელიც მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ რუსუდან თეთრაძის ხელმძღვანელობით, შესანიშნავად შეასრულეს.
დავალების თემა „საქართველო და მისი ნაწილები“ გახლდათ.
ბავშვებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხისა და მისი წეს-ჩვეულებების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. ასევე, მათ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და დავალებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: