
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს მარავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში, ქართული ენის კათედრის პედაგოგების: ეკატერინე ლომაურიძისა და თინათინ შუკაკიძის ხელმძღვანელობით, მე- 5, მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებთან მოამზადეს ღონისძიება, თემაზე - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“.
მოსწავლეებმა საინტერესო მასალა წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, რომელიც შეეხებოდა ქართული ენის წარმოშობისა და მის შემდგომ განვითარებას
მოსწავლეები ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე, აღსანიშნავია, რომ მუსიკის მასწავლებელი ცირა მაკასარაშვილი გახლავთ.
პერევის საჯარო სკოლის დირექცია წარმატებებს ვუსურვებს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს.
იხილეთ ფოტოები: