საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში წინასააღდგომო სამზადისია
25-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან.

ისინი, ამაღლებული განწყობით, სააღდგომო სამზადისში უკვე ჩაერთნენ - ჯეჯილი დათესეს, თემატური სუვენირები შექმნეს, მოხატეს და შემოქმედებითი უნარები, ხედვა წარმოაჩინეს.

აქტივობები მოსწავლეთათვის ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღესასწაულის არსი და მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა 30 აპრილს გაიმართება, სადაც გაიყიდება ჯეჯილები და სააღდგომო თემაზე შექმნილი სუვენირები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203