
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და ყურადღებას ამახვილებენ არა მარტო საგნობრივი ცოდნის ამაღლებაზე, არამედ მოსწავლეებში სხვადსხვა საჭირო უნარის გამომუშავებაზე.
ამის ნათელი მაგალითია, III კლასში განხორციელებული პროექტი - „გზაზე მოძრაობის ანა-ბანა“, რომელსაც საგნის - „მე და საზოგადოების“ პედაგოგი მაკა მეგრელიშვილი ხელმძღვანელობდა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით მოიძიეს ინფორმაცია შუქნიშნის დანიშნულებაზე, საგზაო ნიშნებზე, განიხილეს მასწავლებელთან ერთად, შემდეგ კი გავიდნენ ქალაქის ქუჩებში და წაკითხულ და დამუშავებულ მასალას, ადგილზე, პრაქტიკულად გაეცნენ.
პროექტის საბოლოო პროდუქტი გახლდათ მოსწავლეთა მიერ დამზადებული ბუკლეტები, რომლის პრეზენტაციაც კლასში მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ნანა გუჯეჯიანი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: