
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში წიგნის კითხვის დღე მოეწყო, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გამართეს.
ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლაში გამართული ღონისძებაც, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
თანატოლებმა ერთმანეთს არაერთი საინტერესო ამბავი უამბეს ბავშვთა მწერლების ცხოვრებიდან, ესაუბრნენ წიგნის გმირებზე, რომლებიც მეგზურობას უწევენ, ემეგობრებიან და მათთან ერთად, უფრო კეთილები, ტოლერანტულები და მეგობრულები ხდებიან.
იხილეთ ფოტოები: