განთიადის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ტექნოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ 
25-04-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეების მოტივირებასა და წარმატებულ მომავალზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი, სხვადასხვა აქტივობას მართავენ, რითაც სასწავლო პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვნდება. ახლახან, მერვე კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მირანდა ახვლედიანთან ერთად, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

გასვლით აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ სამუზეუმო სივრცე ინტერესით დაათვალიერეს, სხვადასხვა ინფორმაცია შეიმეცნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ვიზიტით მოსწავლეებიცა და მასწავლებელიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203